X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, საპარლამენტო დელეგატებთან ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დელეგატებთან ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დელეგატები, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.

რევაზ სოხაძემ პარლამენტის დელეგატებს გააცნო საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების, საგანმანათლებლო, სპორტული, ურბანული და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ასევე, ინფორმაცია მიმდინარე წელს გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერების, სამშენებლო სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი ეფექტიანი მართვის საკითხებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პარლამენტის დელეგატების მიერ დასმულ შეკითხვებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.